17 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირის აღმკვეთზე სასამართლო დღეს იმსჯელებს - ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

დედის მკვლელობის გამო დაკავებული პირის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ შესაძლოა დღეს იმსჯელოს. მამაკაცი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. იგეგმება ბრალდებულის ფსიქიკური ექსპერტიზის ჩატარებაც. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება.

საზარელი დანაშაული რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში მოხდა. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხუჩაში შვილმა 86 წლის დედას სასიკვდილო დაზიანებები, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სავარაუდოდ, შეშის ნაჭრით მიაყენა.


დღის ამბები