24 აგვისტო 2026,   10:58
ვრცლად
ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა ხვალ განახლდება

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა ხვალ განახლდება.

უახლოეს დღეებში, სავარაუდოდ ავთანდილ გალდავა - პოლიციის მაღალჩინოსანი დაიკითხება, რომელიც მძარცველთან მოლაპარაკებებში იყო ჩართული და თავდამსხმელს მძევლად ჰყავდა აყვანილი.

გუშინდელ პროცესზე კი გამოიკითხნენ პოლიციელები, მოხდა წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა და საქართველოს ბანკიდან გამოთხოვილი ვიდეომასალის შესწავლა.

მოწმეების ჩვენებებსა და სხვა მტკიცებულებებს ბადრი ესებუას ადვოკატი ფალსიფიცირებულს უწოდებს.

"მტკიცებულებებით ჭეშმარიტი, უდაო, რომ იტყვიან, რომ იმდენად მყარი სამხილები რომ იყოს წარმოდგენილი, რომ ბადრი ესებუამ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული არ არის და უფრო ხმამაღალი განცხადების საფუძველს გვაძლევს ეს, რომ ყველა მტკიცებულება რაც კი არის ამ მოცემულ საქმეზე არ არის აბსოლუტურად სწორად და კანონის შესაბამისად მოპოვებული," - განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

დღის ამბები