25 აგვისტო 2026,   13:27
ვრცლად
ბადრი ესებუას საქმის განხილვა დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება

ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის განხილვა დღეს, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით განახლდება.

საქმეში 160-მდე მოწმეა, მათ შორის არიან მძევლებიც. როგორც ბადრი ესებუას ადვოკატი განმარტავს, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რომ მოსამართლემ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს.

თავად ესებუა ბრალს ისევ არ აღიარებს. შეგახსენებთ, დაკავებულს 2020 წლის ოქტომბერში, ზუგდიდში, ბანკზე მომხდარ თავდასხმაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები