25 აგვისტო 2026,   17:53
ვრცლად
12 წლის გოგონას გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად, საკვების გადაცდენით გამოწვეული ასფიქსია სახელდება

12 წლის გოგონა, რომელიც დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი დიდი ალბათობით არის სასუნთქ გზებში საკვების გადაცდენით გამოწვეული ასფიქსია- შესაბამისად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაწყებული გამოძიება, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება. აღნიშნული ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა ექსპერტიზის შედეგები სავარაუდოდ მალე გახდება ცნობილი.

ავტორი: ანუკა ბუავა. 

 

 

დღის ამბები