15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
"ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ნუ ეთამაშებით, დაანებონ სპორტს თავი" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი

რაგბის გულშემატკივრების ნაწილი პეტიციით ითხოვენ, "ხალხის ძალის" წევრმა დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი დატოვოს. ონლაინ პეტიციის მიხედვით, რაგბის კავშირის გამგეობის ხელმძღვანელი "არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ პოზიციაში".

პროტესტის მიზეზი "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტის თანაავტორობა და ის გახდა, რომ ვერეტანმა მორაგბემ მისი პირველი მოსმენით მიღებას მხარი დაუჭირა.

განცხადება გაავრცელა რაგბის კავშირმა და პოლიტიკურ-პარტიულ დაპირისპირებაში ქართული რაგბის ჩათრევის სისტემური და მიზანმიმართული მცდელობის გამო, წუხილი გამოთქვა.

"ჩვენ საზოგადოებამ უნდა გავიგოთ, რომ სპორტი სპორტია და სპორტს კავშირები პოლიტიკასთან უნდა ჰქონდეს ნაკლები. თუ ვინმეს რაიმე არ მოსწონს, ამას უნდა მიაღწიოს ერთადერთი გზით, ეს არის არჩევნები.

წარმოიდგინეთ, დაიწყო ეს პროცესები, ახალგაზრდებმა დაიწყეს პროტესტის გამოთქმა და მთლიან სარაგბო თემზე დაიწყო შეტევა. მიზნობრივი ზეწოლა მიდიოდა, რომ თქვენ არ ხართ ქართველები, თქვენ რუსები ხართ თუ არ დააფიქსირებთ პოზიციას და ა.შ.

ყველას ვაფრთხილებ და ჩემს განცხადებაშიც ვთქვი, რომ ცეცხლს ნუ ეთამაშებით. ეს გაფრთხილება ახლა უკვე გადმოდის შემდეგ ფაზაში იმიტომ, რომ ნახეთ რა მოხდა - ბიჭებს აქვთ სამზადისი მსოფლიოს წინ. ზოგიერთებმა გააკეთეს კომენტარები, მათ თქვეს ის, რასაც მეც ვიტყვი, რომ მეც მინდა ევროპაში და მეც მინდა ღირსეულ ევროპაში, ხაზს გავუსვამ, და ეს არ არის მოგონილი სიტყვა.

რაც შეეხება დათო კაჭარავას, თუ ვინმეს რაიმე ილუზია აქვს თავში, ჩართოს ტელევიზორი და ნახოს ერთი კაჭარავა 5-10 რუს მორაგბეს თავით როგორ ემსხვრეოდა. დაანებონ სპორტს თავი. ყველას აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება და ღმერთმა მისცეთ," - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა სოსო ტყემალაძემ.

დღის ამბები