ვლადიმერ პუტინის მიმართ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გაცემას რუსეთის საგაერო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა გამოეხმაურა.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით.
რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მხარე და არ ეკისრება მასზე ნაკისრი ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და დაპატიმრების შესაძლო "რეცეპტები", რომლებიც საერთაშორისო სასამართლოდან მოდის, ჩვენთვის იურიდიულად ბათილი იქნება," - აცხადებს ზახაროვა.