19 აპრილი 2024,   22:31
ვრცლად
კურორტ თეთნულდის ცნობადობა ისევ იზრდება - სვანეთმა "Free Ride-ის" მსოფლიო ტურს უმასპინძლა

კურორტ თეთნულდის ცნობადობა ისევ იზრდება, სვანეთმა Free Ride-ის მსოფლიო ტურს უმასპინძლა. ეს არის ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით.

თოვლის ხარისხი და გაუკვალავ თოვლში სრიალისთვის მდიდარი გარემო - კურორტს დამატებით მიმზიდველობას სძენს. აქ შეგიძლიათ ისრიალოთ როგორც ტყეში, ისე თეთნულდის უკიდურესად დახრილ კალთებზე. ის ამიერკავკასიაში ყველაზე გრძელი და ყველაზე დიდი ვერტიკალური ვარდნის მქონეა! კურორტზე საკმაოდ ხშირად თოვს, რაც იდეალურ გარემოს ქმნის ნებისმიერი დონის მოთხილამურისათვის.

ამ ყველაფერმა კი განაპირობა ის რომ სვანეთმა უკვე მეორედ უმასპინძლა Free Ride-ის ტურნირს, "კურიერი პიესის" რეპორტაჟი ზემო სვანეთიდან.

 

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

 

დღის ამბები