20 აპრილი 2024,   10:41
ვრცლად
ბებიის მკვლელობის შეკვეთის საქმეზე დაკავებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა, დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობს

ბებიის მკვლელობის შეკვეთის საქმეზე დაკავებული მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს შესახებ.

დღეს სასამართლოზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სხდომას ბრალდებული არ ესწრებოდა, მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დასახელდა.

დაკავებული გამოძიებასთან თანამშრომლობს, მომდევნო პროცესებზე მოწმეები გამოიკითხებიან, მათ შორის, დაიკითხება ბებიაც.

პროკურორი გიორგი მუკბანიანი აცხადებს, რომ უტყუარად დასტურდება ბრალდებულის მიერ ჩადენილი ფაქტი.

"წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ფაქტი,"- აცხადებს პროკურორი.

ადვოკატი მალხაზ სალაყაია კი აცხადებს, რომ აუცილებელია მტკიცებულებების გამოკვლევა.

"მტკიცებულებები, რომელიც დღეს იქნა დაშვებული სასამართლოზე გახდა სადაო ამიტომაც არსებული მტკიცებულებები არის გამოსაკვლევი,"- აცხადებს სალაყაია.

დღის ამბები