18 მაისი 2024,   15:38
ვრცლად
"მისი ხმა ახლაც ყურებში მესმის და მის ხმას მილიონ კაცში გამოვარჩევ "- ბადრი ესებუას საქმის ერთადერთი მოწმე უკვე დაიკითხა

მთავარი მოწმე გამოიკითხა ბადრი ესებუას სასამართლო სხდომაზე. ავთანდილ გალდავა ბანკზე თავდასხმის დროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ის თავდამსხმელმა მძევლად ნახევარი მილიონი დოლარის გადაცემის შემდეგ აიყვანა და მოგვიანებით, სამ მძევალთან ერთად ტყეში დატოვა. გალდავა არის ერთადერთი მოწმე, რომელიც ამბობს რომ ესებუა ხმით ამოიცნო.

"მისი ხმა ახლაც ყურებში მესმის და მის ხმას მილიონ კაცში გამოვარჩევ,"- განაცხადა ავთანდილ გალდავამ სასამართლო პროცესზე.

ბადრი ესებუამ კი სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ავთანდილ გალდავას მიულოცა მისივე დაკავება.

დღის ამბები