10 მაისი 2024,   13:24
ვრცლად
პარტნიორების წრე გარდაუვლად ფართოვდება და რუსეთის დასჯის პერსპექტივას სულ უფრო რეალურს ხდის - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში, აშშ-ს სამხედრო დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პარტნიორთა წრე, რომლებსაც რუსეთის აგრესიის დასასჯელად ერთობლივად მუშაობა სურთ, აქტიურად ფართოვდება.

"ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს, პირველ რიგში თავდაცვაზე. ჩვენი ევროპელი პარტნიორები შეთანხმდნენ ერთობლივ გეგმაზე ჩვენთვის არტილერიისა და ჭურვების მოწოდების დაჩქარების მიზნით. ეს 2 მილიარდ ევროს შეადგენს და ითვალისწინებს როგორც სასწრაფო მიწოდებას, ასევე საბრძოლო მასალის წარმოებას. დღეს გამოცხადდა ახალი თავდაცვის პაკეტი შეერთებული შტატებიდან. თანხა 350 მილიონი დოლარია. ეს არის რაკეტები "ჰაიმარსისთვის" საარტილერიო ჭურვები და სხვა საბრძოლო მასალა - ყველაფერი რაც ნამდვილად გვჭირდება, ჩვენი მეომრების დასახმარებლად. პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. არ არის საკმარისი, მხოლოდ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. საჭიროა, ასევე სამართლიანი და კანონიერი სასჯელი თავდაპირველი დანაშაულისთვის. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ტრიბუნალი. ყოველდღე ჩვენ მის შექმნას ვაახლოებთ. დიდება ყველას, ვინც იცავს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას! დიდება უკრაინას!", - აცხადებს ზელენსკი.

დღის ამბები