ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დაუფლების და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 20 პირის მიმართ დაიწყო.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2020-2021 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში, მოტყუებით დაირეგისტრირეს, საერთო ჯამში 302 906 ლარის ღირებულების 45 000 კვ მეტრი ფართობის ნაკვეთი. დანაშაული 6-იდან 9-წლამდე პატიმრობას გულისხმობს.