20 აპრილი 2024,   01:49
ვრცლად
"დილით მდინარეში ჩავიდა, ამოსულა და მეორე მხარეს ნახირს დევნიდა" - ბოლნისში ოჯახის წევრები და პოლიცია 9 წლის ბიჭს ამ დრომდე ეძებენ

ბოლნისში, 9 წლის დაკარგულ ბიჭს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„პრაიმტაიმი“ არასრულწლოვნის მამიდას ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ ბოლოს ბავშვი მდინარესთან შენიშნეს.

„სახლთან ახლოს გვაქვს მდინარე, იქ ჩადის ხოლმე და თამაშობს. დილას რომ ჩავიდა, ამოსულა და მეორე მხარეს ნახირს დევნიდა. ამის მერე ბავშვი აღარ გამოჩენილა. ადგილობრივმა ბავშვმა ნახა ბოლოს. შშმ პირია, ეპილეფსია აქვს", - ამბობს ბავშვის მამიდა.

თავდაპირველად ინფორმაცია მოზარდის გაუჩინარების შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

"თუ ფლობთ დაკარგული ბავშვის შესახებ ინფორმაციას დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე – 595 74 84 70" ,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები