19 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
თეა წულუკიანი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სპექტაკლ "მესაზღვრე შაშვების" პრემიერას დაესწრო

ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, სპექტაკლ "მესაზღვრე შაშვების“ პრემიერა გაიმართა.

წარმოდგენა ოზურგეთისა და დმანისის დრამატული თეატრების ერთობლივი ნამუშევარია. სპექტაკლი კი ომისა და ოკუპაციის თემას ეხება. საპრემიერო ჩვენებას კულტურის მინისტრი დაესწრო.

"რეჟისორ გიორგი სიხარულიძეს, ოზურგეთისა და დმანისის თეატრის დასებს ვულოცავ ოზურგეთის თეატრის სცენაზე პრემიერას, რომელიც ამ ორი თეატრის ერთობლივი შემოქმედებითი პროდუქტია "მესაზღვრე შაშვები" და ეხმიანება იმ ძალიან მნიშვნელოვან თემას, რომლისაც ყველას გვეშინია, ეს არის დაპირისპირება, სისხლი, ომი და სისხლის ღვრა. ძალიან ემოციური სპექტაკლი იყო. ვულოცავ რეჟისორს. მადლობას ვეუბნები ოზურგეთის თეატრს, რომელიც ბატონ ვასო ჩიგოგიძის ხელმძღვანელობით, ყველა ნიჭიერი რეჟისორისთვის, ყველა თაობის ნიჭიერი წარმომადგენლისთვის ღიაა", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.

დღის ამბები