02 მაისი 2024,   22:16
ვრცლად
იმდენად უშინაარსოა მთლიანად ოპოზიციური დღის წესრიგი, რომ მათთვის პოლარიზაცია არსებობის ერთადერთი საშუალებაა - ირაკლი ჩიქოვანი 12 რეკომენდაციის შესრულებაზე

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში რეალური პროგრესი არსებობს, რომელსაც მმართველი გუნდი ბოლომდე მიიყვანს, ოპოზიციამ კი დაინახა, რომ ხელისუფლებას მათი დესტრუქცია ვერ შეაჩერებს.

"საზოგადოებას კარგად ესმის, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება არ არის მხოლოდ 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით. პოლარიზაცია არის ერთადერთი არსებითი საშუალება ოპოზიციისთვის, დაუპირისპიროს რაიმე ხელისუფლებას. არ ვამბობ, რომ ხელისუფლებს არ აქვს ისეთი რამ, რაზეც კიდევ უფრო მეტად უნდა იმუშაოს, გამოასწოროს. მაგრამ იმდენად უშინაარსოა მთლიანად ოპოზიციური დღის წესრიგი, რომ მათთვის პოლარიზაცია არსებობის ერთადერთი საშუალებაა. ევროპელობაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც წლის განმავლობაში თავიანთი პოლიტიკური ქმედებებით ეწეოდნენ არა "ქართული ოცნების" საბოტაჟს, არამედ საკუთარი სახელმწიფოსა და კონსტიტუციური ინსტიტუტების საბოტაჟს," - განაცხადა ჩიქოვანმა "იმედი LIVE"-ის ეთერში.

 

დღის ამბები