19 აპრილი 2024,   14:56
ვრცლად
ჯუანშერ ბურჭულაძე ნდობის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები.

"დღეს საკანონმდებლო ორგანოში, ნდობის ჯგუფის ფორმატში კიდევ ერთხელ გვქონდა შეხვედრა, განვიხილეთ როგორც ჩვენს მიერ ინიციირებული კანონპროექტი, მისი დადებითი მხარეები და მისი აუცილებელი კომპონენტები, რაც ჩვენ საკანონმდებლო ორგანოში წარმოვადგინეთ. ასევე, ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესყიდვებზე, რაც ჩვენ განვახორციელეთ 2022 წელს, ასევე რაც მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი", - განაცხადა ბურჭულაძემ.

შეხვედრას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.

დღის ამბები