25 აგვისტო 2026,   13:26
ვრცლად
სტიქიისგან დაზარალებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მერმა მოინახულა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. დაზიანებული უბნები ოზურგეთის მერმა, მოინახულა და მუნიციპალურ სამსახურებს შესაბამისი დავალებები მისცა. მიმდინარეობს ზარალის დათვლა. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსების სახურავები, ასევე, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, ელექტროგადამცემი ხაზები დაუზიანდა.

საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას მერიის შესაბამისი სამსახურები, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ჯგუფები და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

ოზურგეთის სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღდგენილია, გრძელდება აღდგენითი სამუშაოები.

დღის ამბები