19 აპრილი 2024,   14:07
ვრცლად
მე-3 დღეა გურიაში 73 წლის ბესო სიხარულიძეს ეძებენ - მამაკაცის კუთვნილი ავტომობილი მდინარე სუფსის პირას ოპოვეს

უკვე მე-3 დღეა გურიაში დაკარგული მამაკაცს ეძებენ. სოფელ შუა ამაღლებაში ამბობენ, რომ 73 წლის ბესო სიხარულიძემ სამშაბათს მანქანით ახლობლები მიიყვანა, ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება.

მოგვიანებით, მამაკაცის კუთვნილი ავტომობილი ამავე სოფელში, მდინარე სუფსის პირას ნახეს.

მიმდინარეობს ძიება.

ავტორი: მაია გრიგოლია

დღის ამბები