14 მაისი 2024,   13:34
ვრცლად
"უკვე უახლოეს თვეებში შეგვიძლია უფრო აქტიური ვიყოთ ფრონტზე" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკვე უახლოეს თვეებში შეგვიძლია უფრო აქტიური ვიყოთ ფრონტზე" - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა "დემოკრატიის სამიტზე" ისაუბრა, განაცხადა, რომ თითქმის ყველა ლიდერის გამოსვლაში უკრაინის მხარდაჭერა იგრძნობოდა. ზელენსკი კიევ-პეჩერის ლავრის გარშემო არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა.

"მონაწილეობა მივიღე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ გლობალურ "დემოკრატიის სამიტზე". სამიტზე ლიდერების თითქმის ყველა გამოსვლაში ჩანდა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერა.

მაგრამ ტირანიასთან გასამარჯვებლად უფრო დიდი ერთიანობაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიულ სამყაროს შეუძლია ამის მიღწევა. მას შეუძლია გაიმარჯვოს. შეგვიძლია უფრო აქტიური ვიყოთ ფრონტზე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიოს მიერ ჩვენი ნაბიჯების მხარდაჭერა მაქსიმალურად ეფექტური იყოს.

დღეს ასევე გადაიდგა ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ, ჩვენი საზოგადოების დაცვისკენ ძველი და ცინიკური მოსკოვური მანიპულაციებისგან. უკრაინა არის უდიდესი რელიგიური თავისუფლების ტერიტორია ევროპის ჩვენს ნაწილში,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები