საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხს კიდევ ერთხელ უწოდა არასერიოზული.
"რაც შეეხება სანქციების თემას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე-ფაქტო სანქციები, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.