23 ივლისი 2024,   19:28
ვრცლად
რას გულისხმობს მეთიუ მილერი, როცა ამბობს, რომ დამოუკიდებელი, სუვერენული საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი კურსი? - ამგვარი კანონი პირველად სწორედ აშშ-მა მიიღო 1938 წელს, რუსებმა დაახლოებით 2005 წელს - ემილ კოსმანი

აშშ-ს და ვასალ სახელმწიფოებს ევროპაში, არ მოსწონთ, როცა საქართველოში აპირებენ მიიღონ კანონი, რომელიც ამერიკისთვის მიუღებელია, ისინი მას "პუტინის აგენტების კანონს" ეძახიან, არადა, ამგვარი კანონი პირველად სწორედ აშშ-მა მიიღო 1938 წელს, რუსებმა ამგვარი კანონი მიიღეს დაახლოებით 2005 წელს და ამ დროს, მათი თქმით, ეს "რუსული კანონია", - ამის შესახებ ამერიკელი ავტრი ემილ კოსმანი, Youtube არხზე აცხადებს, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებს მიმოიხილავს.

კოსმანი თავის ვიდეოში, რომლის სათაურია "აშშ-ის მთავრობა თვალთმაქცურად არიგებს საქართველოს ჭკუას, როცა აშშ-ის პოლიცია პროტესტის დასაშლელად „ქიმიურ საბრძოლო მასალას“ იყენებს", აცხადებს, რომ აშშ-ს საქართველოში რეჟიმის ცვლილების მცდელობა აქვს. ის პარალელს ავლებს საქართველოს პარლამენტის შენობასა და აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებულ მოვლენებზე და შტატების ხელისუფლების სხვადასხვაგვარ რეაქციაზე ამ ორი მოვლენის მიმართ.

"მათ უნდათ რაღაცების შეცვლა საქართველოში. მე გაჩვენებთ ამ სტატიას და განახებთ რამდენიმე ვიდეოს, რომლებიც აჩვენებს თუ როგორ ესხმიან თავს პროტესტის მონაწილეები პარლამენტის შენობას საქართველოში. გააგზავნის აშშ საქართველოში თავის სპეციალურ დანაყოფებს უნივერსიტეტების კამპუსებიდან? დასავლეთი საქართველოში რეჟიმის ცვლილების აქტივიზაციას აკეთებს, 29 აპრილს განვაცხადე, რომ იქ რეჟიმის ცვლილების მცდელობის პროცესი დაიწყო.

აქციაზე მყოფებს "როიტერი" პროტესტის მონაწილეებს უწოდებს - კი, ზოგი მართლაც პროტესტის მონაწილეა, ზოგი წამქეზებელი აგიტატორია, ზოგი აჯანყებულია. ვაშინგტონი ძალიან შეშფოთებულია იმის გამო, თუ რას უშვრებიან პროტესტის მონაწილეებს საქართველოში და მთავრობამ უნდა შეცვალოს თავისი კურსი, ამბობენ ისინი.

აშშ-ის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა თქვა ეს და რას გულისხმობს, რომ დამოუკიდებელმა, სუვერენულმა ქვეყანამ უნდა შეცვალოს თავისი კურსი. თქვენ ამას გააკეთებდით, თქვენთან რომ პროტესტები ყოფილიყო? თუ ეს ტიპები ზედმეტად დაკავებულები არიან ლუდის სმით, მარიხუანით და უაზრო ტელევიზიების ყურებით. 6 იანვარს იგივე არ იყო [კაპიტოლიუმზე]? არა, ეს აჯანყება იყო. რა გააკეთეთ ამის შემდეგ? თქვენ მთელი კონგრესი, მთელი კაპიტოლიუმი, შეიარაღებული ხალხის ალყაში მოაქციეთ და მათ უკან კი ეკლიანი მავთულებით მორთული ღობეები აღმართეთ, რატომ? - "ხალხის ნებით" - ამბობთ თქვენ, შეცვალეთ რამე? არა, იმიტომ რომ ისინი კონსტიტუციას ებრძოდნენ. ეს პირები, საქართველოში, უკანონოს არაფერს აკეთებენ, დემოკრატიულ სისტემაში არჩეული ოფიციალური პირები მუშაობენ, მათ წარადგინეს კანონი და როგორც დემოკრატიულმა და თავისუფალმა ქვეყანამ, საქართველომ, მათ უნდათ, კენჭი უყარონ მას, ზოგი მიცემს ხმას, ზოგი წინააღმდეგ წავა ისე, როგორც ეს აშშ-ის კონგრესში ხდება. ამის შემდეგ კანონი წავა პრეზიდენტთან, შემდეგ უმაღლეს სასამართლოში. იმათაც იგივე პროცედურული ნაგავი აქვთ, როგორც ჩვენ.

და შემდეგ, როგორც ოპოზიციას, შენ თუ ეს არ მოგეწონება, შენ შეგიძლია დაარწმუნო საზოგადოება, რომ ეს არ იყო სწორი და რომ ხმა შენ უნდა მოგცეს, რომ მოიპოვო უმრავლესობა ახალ პარლამენტში და მერე ხელახლა კენჭი უყარო ამ კანონს და იგი გააუქმო. ეს არის ის, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია. მაგრამ აშშ-ს არ მოსწონს ეს. ჩვენ არ მოგვწონს, როცა დემოკრატია იმარჯვებს, მაგრამ ქვეყანა მაინც თავის კურსს მისდევს. არა, ისინი ჩვენი ვასალი სახელმწიფოები უნდა იყვნენ. არა, არა, ჩვენი არა, მათი ვასალი სახელმწიფოები.

საქართველომ უნდა გამოხატოს შეშფოთება ამის გამო? ნება მომეცით გაჩვენოთ. არიზონას უნივერსიტეტის პოლიციამ რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა ანტი-ისრაელის საპროტესტო გამოსვლის დასარბევად? მაგრამ აქ, [როიტერის სტატიაში] ესენი არიან პროტესტის მონაწილეები, იქ [აშშ-ში] კი მეამბოხეები“ - აღნიშნავს ემილ კოსმანი.

დღის ამბები