დაკავებულია ქალი, რომელიც პროკურორის ყალბი სტატუსით სარგებლობდა და დიდი ოდენობით თანხას თაღლითურად დაეუფლა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებული დაეუფლა ჯამში 295 650 ლარს და 135 000 აშშ დოლარს. მას ბრალდება 6 კონკრეტულ ეპიზოდზე წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.