27 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა

ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ქართველი მოჭადრაკე ქალის ნანა იოსელიანის სახელი მიენიჭა. სპეციალურად დაგეგმილ ღონისძიებებს ლეგენდარული მოჭადრაკე თავადაც დაესწრო.

საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის გამარჯვებულის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, ევროპის ჩემპიონატის მრავალგზის გამარჯვებულის და პრიზიორის ვახტანგ გორგასლის ორდენის მე-3 ხარისხის ორდენის კავალერის ნანა იოსელიანისადმი მიღვნილი ღონისძიებებს ჭიათურის მერი გივი მოდებაძე, ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საერთაშორისო დიდოსტატი გიორგი გიორგაძე და სხვა ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩემთვის დიდი პატივია ის, რაც დღეს ჩემს დედულეთში-ჭიათურაში ხდება. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ამ საოცარი დღისთვის, ასეთი თბილი ღონისძიებისთვის. საჭადრაკო დარბაზისთვის ჩემი სახელის მინიჭება ბევრ რამეს მავალდებულებს და მზად ვარ, ხშირად ჩამოვიდე ამ ქალაქში და ხელი შევუწყო ჭადრაკის განვითარებას“, - განაცხადა ნანა იოსელიანმა.

"ნანა იოსელიანი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მსოფლიოს გააცნო ქართული საჭადრაკო სკოლის ფენომენი. მეამაყება, რომ ჭიათურის საჭადრაკო დარბაზს ქალბატონი ნანას სახელი მივანიჭეთ და იმედს გამოვთქვამ, ამ დარბაზში გაზრდილი ბავშვები ღირსეულად გააგრძელებენ ჩვენი სახელოვანი მოჭადრაკეების გაკვალულ გზას," - განაცხადა ჭიათურის მერმა.

 

დღის ამბები