01 სექტემბერი 2026,   04:14
ვრცლად
საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრი, ირაკლი ვეკუა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრების წევრი, ირაკლი ვეკუა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია. 16 წლის ქართველმა ძალოსანმა, რომელიც 102 კგ-მდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა, წარმატებას ალბანეთში მიმდინარე ტურნირზე მიაღწია.

ვეკუამ ატაცში 143 კგ დააფიქსირა და მცირე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, აკვრაში კი მისი საუკეთესო შედეგი 179 კილოგრამია.

საერთო ჯამში, ვეკუამ თავი მოუყარა 320 კგ-ს და 7 კილოთი გაუსწრო მე-2 ადგილზე გასულ სომეხ ძალოსანს.

დღის ამბები