22 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქმარმა ყოფილ ცოლს ცივი იარაღით 20-მდე ჭრილობა მიაყენა - დაჭრილი ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯაში, ქმარმა ყოფილი ცოლი დაჭრა. მას 20-მდე ჭრილობა აქვს მიაყენებული. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

დაჭრილი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრშია მოთავსებული, მდგომარეობა კრიტიკულია. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციოთ, მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები