15 ნოემბერი 2024,   06:42
ვრცლად
სოსო გოგაშვილს სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლომ ბრალად წარდგენილ ხუთივე მუხლში დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშილმა გამოაცხადა.

მოსამართლემ ყოფილ მაღალჩინოსანს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყოფილ ჩინოსანს ადანაშაულებენ სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, რამაც სახელმწიფოს ინტერესის დარღვევა გამოიწვია, ასევე პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გავრცელებასა და იარაღის უკანონო შეძენა- შენახვაში.

 

დღის ამბები