ვაკის პარკის საქმეზე არსებითი განხილვა გრძელდება. დაიკითხა ვაკის პარკის მცირე კასკადის და მრგვალი შადრევნის სარეაბილიტაციო პროექტის მონაწილე ერთი-ერთი ექსპერტი, ჰიდროტექნოლოგი ვასილ ნაცვლიშვილი.
ნაცვლიშვილმა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ბრალდების ვერსია, რომ მათ პროექტში ელექტროძრავი და ტუმბო არა შადრევანში, არამედ შადრევნის გარეთ იყო გათვალისწინებული.
დღესვე ბრალდების მხარე "ელ-ემ -სი"-ს სხვა ექსპერტების, მათ შორის მთავარი არქიტექტორის შალვა ქურიძის დაკითხვას გეგმავს.