თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის საქმეზე კომპანია "ელ ემ სის" ექსპერტები გამოიკითხნენ, რომლებიც შადრევნის პროექტის შექმნაში ჩართულები იყვნენ.
სამივე მათგანის მტკიცებით, პროექტში შეტანილი დამატებითი ცვლილებები მათი გვერდის ავლით მომზადდა და პროექტზე მათი ხელმოწერები გაყალბებულია. დაცვის მხარე კი განმარტავს, რომ ეს ცვლილებები უსაფრთხოებას არ შეხებია.
შეგახსენებთ, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, ბრალდებულია 9 პირი. შემდეგი სასამართლო სხდომა ხვალ უნდა გაიმართოს.