26 აგვისტო 2026,   15:04
ვრცლად
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექიმის პროცესი დღეს გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე
ბრალდებული ექიმის პროცესი გაგრძელდება. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს განიხილავენ.

ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატის თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობას ვერ ადასტურებს.

ექიმს ბრალი წარდგენილი აქვს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვების მუხლით, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას ადანაშაულებენ ასევე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში.

დღის ამბები