15 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
უსუსურობაზე მიუთითებს განცხადებები, თითქოს რიკოთის თემის გადასაფარად მოიგონა BBC-მ რაღაც კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ - ვოლსკი

BBC-ის საგამოძიებო მასალასთან დაკავშირებით, სადაც ე.წ. ქოლცენტრების სქემის ორგანიზატორად, დავით კეზერაშვილია დასახელებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი სინამდვილესთან ძალიან ახლოს არის. 

მისივე თქმით, აბსოლუტური უსუსრობაა იმის თქმა, რომ "თითქოს ბაობაბის, ან რიკოთის თემის გადასაფარად მოიგონა BBC-მ რაღაც კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ":

"ეს არის BBC-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რომელიც მთელს მსოფლიოში არის აღიარებული და ძალიან ახლოს არის სინამდვილესთან. ისედაც, კეზერაშვილის ფიგურა დაკავშირებულია სწორედაც დაუსაბუთებელ სიმდიდრესთან. რასაკვირველია პრეზუმციაც არ უნდა დავარღვიოთ, გამოძიებაც უნდა ჩტარდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ბინძური ფული მუშაობს საკმაოდ ინტენსიურად და ამის ერთ-ერთი წყარო არის თავად კეზერაშვილი. აბსოლუტურ არეულობაზე, ისტერიკაზე და უსუსურობაზე მიუთითებს რაღაც განცხადებები, რომ თითქოს ბაობაბის ან რიკოთის თემის გადასაფარად მოიგონა BBC-მ რაღაც კეზერაშვილის საწინააღმდეგოდ. ასეთი დაცვის ორგანიზება ახასიათებთ აბსოლუტურად გაუთვიცნობიერებელ, ინტელექტოკლებულ პოლიტიკურ პარტიებს,"- აცხადებს გიორგი ვოლსკი. 

საქმე ეხება BBC-ის საგამოძიებო მასალას, სადაც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების თაღლითობაზე საუბარი. 

"ბიბისი აიმ" დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის, პენსიონერებიც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის “სოლო ქეფითალს“-ის ოფისებიდან.

დღის ამბები