15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
BBC-ის გამოძიება: დავით კეზერაშვილი ქოლცენტრების საერთაშორისო თაღლითურ ქსელს მართავს

მილიარდ დოლარზე მეტ ღირებულების თაღლითობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით . BBC-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა სავარაუდო თაღლითობის შესახებ სპეციალური რეპორტაჟი მოამზადეს. საუბარია თაღლითობის გლობალურ ქსელზე, რომელმაც რიგითი ინვესტორები მილიარდ დოლარზე მეტი თანხით გაძარცვა.

“ბიბისი აიმ ""დაადგინა ბიზნესმენების ჩრდილოვანი ქსელი, რომლებიც, როგორც ჩანს, თაღლითობის უკან დგანან. მათ შორის ერთ-ერთი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია.

ე.წ ქოლცენტრების თაღლითობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის ადამიანები გახდნენ, მათ შორის, პენსიონერებიც. როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თაღლითობის პროცესში ზარები განხორციელდა საქართველოში დაფუძნებული სავარაუდო კრიპტოვალუტების სავაჭრო ფირმის “სოლო ქეფითალს“-ის ოფისებიდან.

დანაშაულებრივი ქსელი პოლიციისთვის ცნობილია, როგორც ,,მილთონ გრუპი"". “მილთონ გრუპის" ერთ-ერთი საინვესტიციო ბრენდი აფინანსებდა ესპანურ საფეხბურთო კლუბს და აქვეყნებდა რეკლამას მთავარ გაზეთებში, რაც მას პოტენციურ ინვესტორებთან სანდოობას ანიჭებდა.
ნოემბერში “ბიბისი აი“ გერმანიისა და საქართველოს პოლიციას თან ახლდა ქოლცენტერების რეიდების დროს. შედეგად, მედიისთვის ცნობილი გახდა კომპიუტერულ ბაზაში შეყვანილი თაღლითობის მსხვერპლთა ტელეფონის ნომრები. ისინი იღებენ სატელეფონო ზარებს, რომელიც მათ ჰპირდება ინვესტიციის სანაცვლოდ დღეში 90%-მდე მოგებას.

დღის ამბები