22 აგვისტო 2026,   01:18
ვრცლად
ჯვარში აივანი ჩამოინგრა, დაშავდა ერთი ადამიანი - ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

ჯვარში, საცხოვრებელ კორპუსში აივანი ჩამოინგრა, შედეგად აივანზე მყოფი ახალგაზრდა ქალი დაშავდა. იგი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაშავებული წალენჯიხის მერის მოადგილემ და გუბერნატორის მოადგილემ მოინახულეს.

რაც შეეხება უშუალოდ ფაქტს, შემთხვევა დილის საათებში მოხდა. მეზობლების ინფორმაციით, მათი კორპუსის შენობა საფრთხის შემცველია და შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს.

დღის ამბები