22 აგვისტო 2026,   05:13
ვრცლად
13 დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში, 13 დღის წინ დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილს სოფელ საცხენესთან, მდინარის პირას მიაგნეს.

ადგილობრივების თქმით, ცხედარი სოფლიდან გაუჩინარებულ 24 წლის ლევან დოლენჯაშვილს ეკუთვნის.

გარდაცვლილი გურჯაანში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ლევან დოლენჯაშვილი, სოფელ საცხენეში 8 აპრილს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ.

დღის ამბები