თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების სტუდენტებმა, სხვადასხვა კომპანიაში საწარმოო პრაქტიკა გაიარეს და წარმატებით დასაქმდნენ.
სტუდენტების დასაქმებისა და სასწავლო პროცესში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა პარტნიორი კომპანიები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი, კვალიფიციური და პროფესიონალი კადრების მომზადებისთვის თსუ-ში, თეორიულ კურსთან ერთად, აუცილებელ პრაქტიკულ ნაწილსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება.