21 მაისი 2024,   01:58
ვრცლად
რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 2 დასახლებას ცეცხლი ქვემეხებიდან გაუხსნეს - ბოლო ამბები უკრაინიდან

ბოლო ამბები უკრაინიდან - რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 2 დასახლებას ცეცხლი ქვემეხებიდან გაუხსნეს. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ოკუპანტებმა დრონებით შეუტიეს დნიპროპეტროვსკის ოლქს, დაშავდა 3 ადამიანი.

დაიბომბა ხერსონის ოლქი - არის მსხვერპლი. აფეთქებების ხმა ისმოდა ზაპოროჟიაშიც. საჰაერო განგაში ოლქში შუაღამის 3 საათისთვის ამოქმედდა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში სტანციას დასახლებაში, დაქირავებულ ვაგნერის ჯგუფსა და რუს ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება სროლაში გადაიზარდა, არის მსხვერპლი.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი იტყობინება, რომ აშშ-ის მიერ გადაცემული "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინას რუსული თავდასხმებისგან უკვე აქტიურად იცავს.

დღის ამბები