21 მაისი 2024,   00:38
ვრცლად
სომხეთი აზერბაიჯანს რუსეთის შუამავლობით სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ახალი დაძაბულობა მთიან ყარაბაღში - სომხეთი აზერბაიჯანს რუსეთის შუამავლობით სამმხრივი შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. საუბარია მთიანი ყარაბაღის მახლობლად სამხედრო მომარაგების მიწოდებასა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე. ერევანი ამტკიცებს, რომ ბაქომ ჩაკეტა ხიდი მთიანი ყარაბაღისა და სომხეთის საზღვარზე, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში ე.წ. ლაჩინის დერეფანში მდებარეობს. ბაქო კი ამბობს, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტების განლაგება სომხეთის საზღვართან საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპსა და ნორმას შეესაბამება.

საკონტროლო-გამშვები პუნქტების ამოცანაა, შეიზღუდოს მოძრაობა ერთადერთ გზაზე, რომელიც სომხეთს აკავშირებს ძირითადად ეთნიკური სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღთან, რომელიც აზერბაიჯანის შემადგენლობაში შედის.

დღის ამბები