24 აგვისტო 2026,   12:09
ვრცლად
ქართული კინოს ისტორიაში, პირველი ქართული კინოკრიტიკის პორტალი შეიქმნა

ქართული კინოს ისტორიაში, პირველი ქართული კინოკრიტიკის პორტალი შეიქმნა. პლატფორმა ორენოვანია და მისი საშუალებით კინოკრიტიკოსსა თუ კინოს თემაზე მომუშავე სტუდენტებს, საშუალება აქვთ კრიტიკული წერილები გამოაქვეყნონ თანამედროვე ქართული კინოს შესახებ.

კინო-პლატფორმა აერთიანებს სხვადასხვა საინტერესო ფოტომასალას, რეცენზიებსა და ისტორიას ქართული კინოს შესახებ.

"სტუდენტმა კინოკრიტიკოსებმა და კინომცოდნეებმა, რომლებსაც უკვე დიდი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, წერონ რეცენზიები და ამით ჩვენც გავიგოთ რა ტენდენციებია განვითარების ქართულ კინოში, არამედ გვქონდეს რეტროსპექტული ხედვაც ქართული კონოსი, ქრონოლოგიურად და ისტორიულად ვნახოთ რა და როგორ ვითარდებოდა და ეს ყველაფერი იყოს ერთად თავმოყრილი ", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები