ნუცა ბუზალაძე American idol-ის TOP 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. აღსანიშნავია, რომ ტოპ 20 მონაწილიდან 10 ხმის მიცემის შედეგებით გამოვლინდა, ხოლო 2 მონაწილე თავად ჟიურიმ აარჩია. სწორედ ჟიურის რჩეული გახდა ნუცა ბუზალაძე. მისი სახელი ლუკ ბრაინმა და კეტი პერიმ ერთხმად გამოაცხადეს.
ნუცამ ქეით ჰადსონის სიმღერა, სახელწოდებით - "and I am telling you I am not going" შეასრულა. თავად ჰადსონმაც პოპულარობა სწორედ "ამერიკულ ვარსკვლავში" მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. ჰადსონი საზოგადოებამ მუსიკალური პროექტის მესამე სეზონში იხილა.
"ამერიკული ვარსკვლავის" მომდევნო ეტაპს მაყურებელი 30 აპრილს იხილავს - სწორედ მაშინ გამოვლინდება ტოპ ათეული. რაც შეეხება ფინალს - ის 21 მაისს გაიმართება.