სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. 33 ქართველი, რომელიც სუდანის დედაქალაქში იმყოფებოდა, ეგვიპტეშია გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს პერიოდში მათ საქართველოში დააბრუნებენ.
ავიაკომპანია "ჯეოსქაის" ვიცე-პრეზიდენტის შალვა კიკნაძის განცხადებით, სუდანში ჩარჩენილმა საქართველოს მოქალაქეებმა სუდანი დატოვეს და უკვე ეგვიპტეში იმყოფებიან, საიდანაც ისინი საქართველოში დაბრუნდებიან.
"დღეს დილით, ჩვენი დროით დაახლოებით 08:00 საათზე გადაკვეთეს სუდანი-ეგვიპტის საზღვარი, მათ დახვდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტეში, რომელიც უზრუნველყოფს მათ დროებით განთავსებას სასტუმროში და შემდგომ ტრანსპორტირებას კაიროში, რის შემდეგაც ჩვენ დავიწყებთ მათი საქართველოში დაბრუნების პროცესს", - განაცხადა შალვა კიკნაძემ.