15 ნოემბერი 2024,   06:14
ვრცლად
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხახუბია გახდა

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, "ქართული ოცნების" წევრი, გიორგი ხახუბია გახდა. მან ხმების 95 პროცენტი აიღო. მისი კონკურენტი არჩევნებზე კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი ბესიკ წულეისკირი იყო.

არჩევნების დასრულების შემდეგ ხახუბიამ პირველი კომენტარი გააკეთა და ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

ოლქში არჩევნების ჩატარება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა. 29 აპრილის არჩევნებზე მისი შვილის კანდიდატურა დააყენეს.

 

დღის ამბები