25 აგვისტო 2026,   20:06
ვრცლად
რას ამბობენ რადიაქტიური ნივთიერების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული მამაკაცის მშობლები - "კურიერი" ილია ბელქანიას ოჯახში მივიდა

ურანი 2 მილიონად - ფოთში 52 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც რადიაქტიური ნივთიერების რეალიზაციას ცდილობდა. "კურიერი" დაკავებულ ილია ბელქანიას ოჯახში მივიდა, სადაც აცხადებენ, რომ მათ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

დედა იხსენებს დღეს, როცა მისი შვილი ფოთში წავიდა და ასევე იმას, შემდეგ როგორ ჩაატარეს ჩხრეკა მათ საცხოვრებელ სახლში სამართალამცველებმა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, ჩხრეკის დროს, მათი სახლიდან არაფერი ამოუღიათ. 

მშობლებისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა ჰქონდა მათ შვილს ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელსაც, როგორ ამბობენ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. 

საქმის პროკურორი აცხადებს, რომ საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. 

"გამოძიებას მოპოვებული აქვს გარკვეული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან ჰქონდა აღნიშნულ პიროვნებას ეს ნივთიერებები. თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება ახალი დაწყებულია და კვლავ ტარდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები, ამ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება არ არის მიზანშეწონილი. ამოღებულია რადიოაქტიური ნივთიერება "ურანი" - რაც ბირთვულ მასალათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელთან შეხებაც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის,"- აცხადებს პროკურორი მაია სილაგაძე.

დღის ამბები