ვაკის პარკის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესზე "გრინსერვის პლუსის" ერთ-ერთი თანამშრომელი გამოიკითხა. დაცვის მხარის განცხადებით, გამოკითხულმა მოწმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დამატებითი სამუშაოები მუნიციპალური სამსახურის დაკვეთით განხორციელდა და ხარისხზე პასუხისმგებელიც მუნიციპალური სამსახური იყო.
ბრალდების მხარის განცხადებით, შადრევანი ექსპლუატაციაში ექსპერტიზის გარეშე ჩაეშვა. შეგახსენებთ, მიმდინარე საქმეზე დაკავებულია სულ 9 ადამიანი. მათ ყალბი დოკუმენტების გამოყენებასთან ერთად სამსახურებრივ გულგრილობასა და უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავებიან, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ავტორი: მაია გრიგოლია