22 ნოემბერი 2024,   20:07
ვრცლად
"კურიერმა" მოიპოვა ახალი კადრები, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელს ორი იარაღი ჰქონდა

"კურიერმა" ვერაზე მომხდარი მკვლელობის ამსახველი ახალი ვიდეოკადრები მოიპოვა, სადაც ჩანს, რომ თავდამსხმელს დამატებით კიდევ ერთი ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.

კადრში ჩანს, რომ თავდამსხმელმა მეორე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და გაისროლა.

ცნობისთვის, გუშინ, ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა ორი კი დაიჭრა. გარდაიცვალა თავდამსხმელი საბა გახოკია, რომელმაც ბიზნესმენ გივი მარგველაშვილს ესროლა. საპასუხოდ, გახოკიას ცეცხლი მარგველაშვილის დაცვამ გაუხსნა და მისი ლიკვიდირება მოახდინა. მარგველაშვილის დაცვის თანამშრომელი პოლიციამ დააკავა. საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები