25 აგვისტო 2026,   13:29
ვრცლად
ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო - ვახტანგ გომელაური ე.წ ქოლცენტრების საქმეზე

ქოლცენტრებთან დაკავშირებით, გუშინ ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურს საქმის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განმარტა, რომ ფინანსური პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო სახვა უწყებებთან ერთად, ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს.

"დაველოდოთ გამოძიებას. დეტალებში არ ჩავალ. ალბათ, ფინანსური პოლიცია გაკეთებს ამაზე განცხადებას, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნამდვილად აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, როგორც ფინანსური პოლიცია, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვადასხვა უწყება, რათა მაქსიმალურად დაიხუროს და აღარ იფუნქციონიროს საქართველოში“, - განაცხადა გომელაურმა.

დღის ამბები