კახეთის რეგიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, სხვადასხვა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია. სახელმწიფო რწმუნებული და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ლაგოდეხში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროექტი 1 389 მეტრზე გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყო საკარმიდამო ნაკვეთებში შესასვლელი ხიდ-ბოგირები, ბორდიურები და საგზაო ნიშნები.
პროექტის ჯამური ღირებულება 1 570 299 ლარია. მიმდინარე წელს, კახეთის მასშტაბით მუნიციპალიტეტების მიერ ადგილობრივი ბიუჯეტის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მთის ფონდის ფარგლებში 75 კმ-ზე მეტი გზა რეაბილიტირდება და დაიგება ასფალტის საფარი. საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჯამური ღირებულება, მიმდინარე წლისთვის 30 მილიონ ლარს შეადგენს.