ნიკა ამაშუკელი პირველი ქართველია, რომელიც სარაგბო მსოფლიო თასზე იმსაჯებს. 1987 წლიდან დღემდე, მსოფლიო თასი მეათედ ტარდება და აქამდე არასდროს მომხდარა, რომ იქ მეორე დონის სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელს ემსაჯა.
მსოფლიო რაგბმა 2023 წლის მსოფლიო თასისთვის კანდიდატების შერჩევა 3 წლით ადრე დაიწყო. გაფართოებული ჯგუფიდან, 24 კანდიდატიდან საფრანგეთში წამსვლელი 19 შეირჩა, საიდანაც 12 მოედნის მსაჯია, 7 კი – გვერდითი. ამაშუკელი კი 12 ცენტრალურ მსაჯს შორისაა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე ჩატარდება. ბორჯღალოსნები С ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად ავსტრალია, უელსი, ფიჯი და პორტუგალია ეყოლებათ.