15 ნოემბერი 2024,   08:23
ვრცლად
გიორგი ვოლსკი სტუდენტებთან ერთად IV ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრა - "დიდი მადლობა სამინისტროს და ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობას, ვინც ესოდენ საინტერესო დღე აჩუქა ახალგაზრდებს"

სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის ბაზას ესტუმრნენ. სტუდენტებთან ერთად, ბაზაზე უმრავლესობის წევრი გია ვოლსკიც იმყოფებოდა.

როგორც გია ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს, სტუდენტებთან ერთად, თავდაცვის კოდექსის პროექტზე საინტერესო მსჯელობა გაიმართა და სტუდენტებმა, თანამედროვე ქართული ჯარის შესახებ, საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.

"დღეს, სტუდენტური პარლამენტის ორგანიზებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად, შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის ბაზას ვესტუმრეთ. საინტერესო მსჯელობა გვქონდა თავდაცვის კოდექსის პროექტზე. ბევრი რამ გაიგეს თანამედროვე ქართული ჯარის წვრთნის, შეიარაღების და სოციალური პროგრამების შესახებ დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამინისტროს და ბრიგადის სამეთაურო შემადგენლობას, ოფიცრებს, ჯარისკაცებს, ყველას ვინც ესოდენ საინტერესო დღე აჩუქა ახალგაზრდებს", -წერს გია ვოლსკი.

დღის ამბები