საკრებულოში, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა და კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციის პრეზენტაცია გაიმართა.
დაფუძნდა ორგანიზაცია "კულტურული მემკვიდრეობა მომავლისთვის", რომლის მთავარი მიზანი, მეცნიერებაში ქალების როლის გაძლიერებაა. ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით ჩატარდა.
საღამოზე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საკრებულოს თავმჯდომარეს საჩუქრად, თამარ მეფის ხელნაწერის ასლი გადასცა.