იტალიის პოლიციამ პარმის მახლობლად მდებარე მუზეუმიდან მოპარული სამი ნახატი იპოვა. ნამუშევრები რენუარს, სეზანს და მატისს ეკუთვნის. მათი საერთო ღირებულება 9 მილიონ ევროზე მეტია. ქურდობის საქმეზე მოლდოვის ცხრა მოქალაქეა დაკავებული. ნახატები "მანიანი-როკას" ფონდის მუზეუმიდან 23 მარტის ღამეს მოიპარეს.
კამერების ჩანაწერებში ჩანს ორი ნიღბიანი პირი, რომლებიც მუზეუმში ფანჯრიდან შეიჭრნენ, კედლიდან სამი ნამუშევარი ჩამოხსნეს და რამდენიმე წუთში ტერიტორია დატოვეს. შედეგად მოპარულ ნამუშევრებს შორის აღმოჩნდა რენუარის "თევზები", სეზანის "ნატურმორტი ალუბლით" და მატისის "ოდალისკი ტერასაზე".