აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ჯინჭარაძე საქართველოს განათლების მინისტრთან ერთად წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შეხვდა.
აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს.