16 აგვისტო 2026,   04:51
ვრცლად
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება. მთავარი მწვრთნელის, ალექსანდარ ჯიკიჩის განკარგულებაში 15-ვე გამოძახებული მოთამაშეა, მათ შორის ნაკრების ლიდერები - თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი.

ოფიციალურ მატჩებში საქართველო 28 აგვისტოს შინ მონტენეგროს, 31-ში კი სტუმრად პორტუგალიას დაუპირისპირდება. მანამდე ეროვნული გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 19 აგვისტოს ლიბანთან და 23-ში კი ისრაელთან. 

დღის ამბები